ქართველი ქალი რუსეთის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა ცოლებში - (+ ფოტო)

ქართველი ქალი რუსეთის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა ცოლებში -  (+ ფოტო)

ვინ არიან რუსეთში მოღვაწე ყველაზე მდიდარი მამაკაცების ცოლები, რა ქონებას ფლობენ მათი ოჯახები და რითი არიან დაკავებულები მაშინ, როდესაც მათი ქმრები მილიონებს შოულობენ...

წარმოგიდგენთ 5 ქალს, რომლებიც რუსეთში მოღვაწე მილიონერების ცოლები არიან. მათ შორის არის ელა იაკობაშვილი, დავით იაკობაშვილის ცოლი.

1

დაშა ჟუკოვა, რომან აბრამოვიჩის ცოლი

ქმარი: რომან აბრამოვიჩი, კერძო ინვესტორი, ქონება 12 მილიარდი დოლარი.

რით არის დაკავებული: მუზეუმ ”თანამედროვე ხელოვნების ცენტრი გარაჟის” დამაარსებელი. იყო მოდური ჟურნალის ”პოპის” რედაქტორი და ბრენდ Kova & T-ს ერთ-ერთი შემქმნელი.

2

ელა იაკობაშვილი, დავით იაკობაშვილის ცოლი

ქმარი: დავით იაკობაშვილი, კერძო ინვესტორი, ქონება 0,95 მილიონი დოლარი

რით არის დაკავებული: ელა იაკობაშვილი ამჟამად ცხოვრობს პარიზში.

3

სტელა კესაევა, იგორ კესაევის ცოლი

ქმარი: იგორ კესაევი, მსხვილი კომპანიის ”მერკურის” მფლობელი, ქონება: 3 მილიარდი დოლარი.

რით არის დაკავებული: თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი, მეცენატი, გამომცემელი. ფონდ Stella Art Foundation-ს დამაარსებელი.

4

ელენა ტიმჩენკო, გენადი ტიმჩენკოს ცოლი

ქმარი: გენადი ტიმჩენკო, ”ნოვატეკის” დირექტორთა საბჭოს წევრი, ქონება 10,7 მილიარდი დოლარი.

რით არის დაკავებული: საქველმოქმედო ფონდ ”ელენა და გენადი ტიმჩენკოს” დამაარსებელი. ელენა ფინეთის მოქალაქეა. რამდენიმე წლის წინ ირიცხებოდა შვეიცარული სოციალურ-კულტურული ფონდის Foundation Neva-ს პრეზიდენტად.

5

ლუდმილა ლისინა, ვლადიმერ ლისინის ცოლი

ქმარი: ვლადიმერ ლისინი, მეტალურგიული კომბინატის დირექტორთა საბჭოს წევრი, ქონება 11,6 მილიარდი დოლარი.

რით არის დაკავებული: გალერეა ”სეზონების” მფლობელი.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა