კატასტროფა არ დასრულებულა: ნეპალში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა (+გალერეა)

კატასტროფა არ დასრულებულა: ნეპალში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა (+გალერეა)

ნეპალში დღეს განმეორებითი მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაიცით, ამჯერად მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 80 კილომეტრში. მოჰყვა თუ არა მსხვერპლი განმეორებით მიწისძვრას, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ინდოელი სეისმოლოგები აცხადებენ, რომ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომელიც გუშინ დაფიქსირდა, ბიძგები შესაძლოა რამდენიმე კვირის, უფრო მეტიც, თვეების განმავლობაშიც იყოს საგრძნობი. ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ დილით მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშშიც. ბოლო 80 წლის განმავლობაში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში არ მომხდარა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 2000-მდე ადამიანია დაღუპული.

იხილეთ გალერეა

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა