უკრაინული მხარის ინფორმაციით, ყველაზე დაძაბული ვითარება შიროკინოსა და დონეცკის აეროპორტთან არის

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ყველაზე დაძაბული ვითარება შიროკინოსა და დონეცკის აეროპორტთან არის

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია აღმოსავლეთ უკრაინაში, მარიუპოლთან ახლოს სოფელ შიროკინოსთან პრორუსი მებრძოლების გააქტიურების შესახებ იტყობინება. "ბიბისის" ცნობით, ორგანიზაციის დაკვირვებით, შიროკინოში გუშინ თავდასხმები ყველაზე ინტენსიური იყო მინსკის შეთანხმების მიღწევის შემდეგ. დამკვირვებლების ცნობით, 26 აპრილს სროლის ხმა 12 საათს გაგრძელდა. უპილოტო საფრენმა აპარატებმა 11 ტანკი და ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი შენიშნეს შიროკინოს ჩრდილოეთით, აღნიშნულ ტერიტორიას დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკა აკონტროლებს. გასული სამი დღის განმავლობაში კი 17 ტანკი, სამი თვითმავალი ჰაუბიცა და 60 ჯავშანტრანსპორტიორი შენიშნეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ალექსანდრ მატუზიანიკმა გუშინ განაცხადა, რომ დონბასში "ბოევიკების" თავდასხმებს კიდევ ერთი სამხედრო ემსხვერპლა. მისივე თქმით, ამ დროისათვის ყველაზე დაძაბული ვითარება შიროკინოსა და დონეცკის აეროპორტთან არის.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა