ვლადიმერ პუტინი აშშ-ს ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ვლადიმერ პუტინი აშშ-ს ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ვლადიმერ პუტინი აშშ-ის ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Financial Times-ის ცნობით, კრემლის ლიდერმა გუშინ რუსეთის სახელმწიფო არხზე გასულ ორსაათიან დოკუმენტურ ფილმში "პრეზიდენტი" აღნიშნა.

როგორც Financial Times-ის სტატიაშია აღნიშნული, ფილმის მიზანს უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ქმედებების გამართლება წარმოადგენდა. კრემლის ლიდერის თქმით, ვაშინგტონი 2 000-იანი წლების დასაწყისში პირდაპირ უჭერდა მხარს იმ სეპარატისტ მებრძოლებს რუსეთში, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვი იბრძოდა.

"ჩვენმა სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ არსებობდა პიდაპირი კონტაქტები ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებსა და აზერბაიჯანში აშშ-ის სპეციალურ ძალებს შორის", - აღნიშნა პუტინმა ფილმში.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია იმ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდან მოიპოვეს, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ შედგა. კრემლის ლიდერი ასევე აცხადებს, რომ მაშინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების ბიურომ ამერიკელი კოლეგებისგან მიიღო წერილი, რომელშიც ამერიკული მხარე ადასტურებს, რომ მათ ჰქონდათ კავშირები რუსეთში ყველა ოპოზიციურ ძალასთან.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა