ნეპალში მსხვერპლი 3 800-მდე გაიზარდა: ნგრევის უცნობი კადრები და ქაოსი ტრაგედიის შემდეგ

ნეპალში მსხვერპლი 3 800-მდე გაიზარდა: ნგრევის უცნობი კადრები და ქაოსი ტრაგედიის შემდეგ

ნეპალში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 800-ს მიაღწია. ამის შესახებ "როიტერი" ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, დედაქალაქ კატმანდუს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს, ვინაიდან სტიქიის შედეგად ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნა. არსებობს წყლისა და საკვები პროდუქტების დეფიციტის საფრთხე.

დედაქალაქიდან გასასვლელ გზებზე საცობებია, კატმანდუს აეროპორტში კი გამგზავრების მსურველთა უზარმაზარი რიგებია. 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ჩინეთსა და ინდოეთშიც იმსხვერპლა ათობით ადამიანი. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ევერესტზე ზვავი გამოიწვია, რასაც 70-მდე ალპინისტი შეეწირა. სტიქიის შედეგად ათასობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი.

იხილეთ გალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა