"მამამ დედა სიკვდილისგან იხსნა" - ვლადიმერ პუტინი მშობლებზე ალაპარაკდა

"მამამ დედა სიკვდილისგან იხსნა" - ვლადიმერ პუტინი მშობლებზე ალაპარაკდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალ "რუსი პიონერის" სვეტში საკუთარი მოგონებების შესახებ დაწერა, რომელიც მის მშობლებსა და მეორე მსოფლიოს ომს შეეხებოდა.

"ომი დაიწყო, ის (მამა) კი სამხედრო საწარმოში მუშაობდა, რომელიც მას სამხედრო სამსახურისგან არიდებდა. მან დაწერა ერთი განცხადება პარტიაში შესვლის შესახებ, ხოლო მეორე ფრონტის ხაზზე წავლის თაობაზე. იგი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის დივერსიულ ქვედანაყოფში გაუშვეს. მისი თქმით, ჯგუფში 28 ადამიანი იყო, რომლებსაც დივერსიული აქტების მოსაწყობად იყენებდნენ... ხიდების, ლიანდაგების ასაფეთქებლად...

მამა მეუღლის დაკარგვის საშიშროების წინაშეც იდგა. ერთხელ ჰოსპიტალიდან დაბრუნებისას, მან დაინახა რომ დედაჩემის სხეული სახლიდან მიცვალებულებთან ერთად გაჰქონდათ. თუმცა, მას მოეჩვენა რომ დედა სუნთქავდა. იგი სანიტარებს მივარდა და ასე იხსნა სიკვდილისგან. დედამ 1999 წლამდე იცოცხლა და სულ ცოტა ხნით გადაასწრო მამას.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით სცადა მამის მონაყოლის გადამოწმება:

"რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის სამინისტროს არქივიდან მომიტანეს დოკუმენტები. სადაც ინახება საბუთები მამაჩემის სამხედრო სამსახურის შესახებ. სახლში ამ საქმის ასლები მაქვს. ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც მამა მიყვებოდა" - წერს პუტინი.

მომზადებულია topnews-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

ასევე დაგაინტერესებთ| "ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ" - ვერა პუტინას უკანასკნელი სურვილი

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე