ბილ გეითსის 7 წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა - რა ივარაუდა ბილ გეითსმა 16 წლის წინ?

 ბილ გეითსის 7 წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა - რა ივარაუდა ბილ გეითსმა 16 წლის წინ?

1999 წელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა წიგნი, სახელწოდებით “Business @ the Speed of Thought” გამოსცა. წიგნში ამერიკელმა მილიარდერმა რამდენიმე წინასწარმეტყველება გამოთქვა, რომელიც სკეპტიკოსებს 16 წლის წინ არცთუ დამაჯერებლად მოეჩვენათ.

თუმცა, როგორც 16 წლის შემდეგ აღმოჩნდა, ამერიკელი ფილანთროპისა და ინვესტორის მიერ წიგნში გამოთქმული ყველა წინასწარმეტყველება ახდა.

საიტები, რომელზეც ფასების შედარება იქნება შესაძლებელი

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: "განვითარდება ფასების ავტომატური შედარების სერვისები, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, სხვადასხვა საიტებზე ერთსა და იმავე პროდუქტზე ფასები შეადაროს და უფრო იაფად შეიძინოს სასურველი პროდუქტი”.

დღეს ნებისმიერ მომხმარებელს ადვილად შეუძლია სხვადასხვა პორტალებზე, მათ შორის "გუგლზე" და "ამაზონზე", სასურველი პროდუქტის ფასების მოძებნა და მათი შედარება. გარდა ამისა, გაჩნდა საიტები, მაგალითად MySmartPrice და 91Mobiles, რომელიც კონკრეტულად ფასების შედარებისთვის არის შექმნილი.

მობილური მოწყობილობები

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: ”ადამიანები თან ატარებენ პატარა მოწყობილობებს, რომელიც მათ მუდმივად კონტაქტში ყოფნისა და ბიზნესის ელექტრონულად მართვის საშუალებას მისცემს. ადამიანები ამ მოწყობილობების საშუალებით შეძლებენ გაეცნონ მიმდინარე ამბებს, დაჯავშნონ ავიაბილეთები, მიიღონ ინფორმაცია ფინანსური ბაზრების შესახებ".

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი მოიხმარს სმარტფონებსა თუ სმარტვოჩებს.

ონლაინ გადახდები და სამედიცინო მომსახურება

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: ”ადამიანები ინტერნეტის მეშვეობით შეასრულებენ საბანკო ოპერაციებს და გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს. ისინი ინტერნეტით საკუთარ ექიმებსაც კი დაუკავშირდებიან”.

მართალია, ტექნოლოგიების განვითარებამ სრულად ვერ შეცვალა ჯანდაცვის სისტემა, თუმცა პაციენტებს მართლაც შეუძლიათ საკუთარ ექიმებთან მუდმივი კომუნიკაცია ინტერნეტის მეშვეობით. ასევე ახდა ბილ

განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა