"სააკაშვილს მოკითხვა გადაეცით, მე მასაც ჩამოვკიდებ გეორგიევსკის ბაფთას" - რუსი ბაიკერი

"სააკაშვილს მოკითხვა გადაეცით, მე მასაც ჩამოვკიდებ გეორგიევსკის ბაფთას" - რუსი ბაიკერი

"სააკაშვილს მოკითხვა გადაეცით, მე მასაც ჩამოვკიდებ გეორგიევსკის ბაფთას. შევხვდები და ჩამოვკიდებ!"- ეს განცხადება რუსი ბაიკერების მოძრაობა "ღამის მგლების" ლიდერმა ალექსანდრე ზალდოსტანოვმა ჟურნალისტებთან გააკეთა. ალდოსტანოვმა მოსკოვში გამართული ფაშიზმზე გამარჯვების მარშის შემდეგ ქართველ და რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს და რუსეთს ერთიანი რწმენა აქვს და რაც არ უნდა გააკეთონ, ამერიკისთვის - არაფერი გამოუვათ.

"ვამაყობ რუსეთით და მიხარია... ვგრძნობთ, რომ ყველაფერს გადავლახავთ, მტერი დამარცხდება და მოგებული დავრჩებით. სინამდვილეში ეს არის პროპაგანდის და ტყუილის ის ნაწილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, ასევე იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ.ეს დროებითი მოვლენებია, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ჩვენ ყველაფერი ერთიანი გვაქვს - რწმენა, ისტორია და რაც არ უნდა გააკეთონ, ამერიკისთვის - არაფერი გამოუვათ. სააკაშვილს მოკითხვა გადაეცით, მე მასაც ჩამოვკიდებ გეორგიევსკის ბაფთას. შევხვდები და ჩამოვკიდებ!",-განაცხადა ზალდასტანოვმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა