მატარებლის მსხვრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 130 დაშავებულია

მატარებლის მსხვრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 130 დაშავებულია

ამერიკაში კომპანია ”ამტრეკის” კუთვნილი სამგზავრო მატარებელი დაიმსხვრა.  მატარებელი ვაშინგტონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით მიდიოდა. როგორც გაირკვა,  ვაგონები ლიანდაგიდან ფილადელფიის რაიონში გადავიდა, პენსილვანიის შტატში. ინციდენტს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 130 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რამდნიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ამ დროისთვის, მატარებლის დამსხვრევის მიზეზი უცნობია. ტრაგედიის ადგილზე ორასი მაშველი მუშაობს. სულ რელსებიდან ათამდე ვაგონი გადავიდა, რომლებშიც დაახლოებით, 240 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა