ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ მუჰამედ მურსის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. აღნიშნული სასჯელი ექსპრეზიდენტს 2011 წელს ერთ-ერთი ციხიდან პატიმრების მასობრივი გაქცევის საქმესთან დაკავშირებით მიუსაჯეს. ყოფილ ისლამისტ ლიდერს გასულ თვეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი ბრალდების - 2013 წელს მასობრივი დემონსტრაციების დროს აქტივისტების წამებისა და დაკავების ბრძანების გაცემის გამო მიუსაჯეს.

მუჰამედ მურსი 2013 წლის ივლისში გადააყენეს. იგი პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი იყო. მისი გადაყენების შემდეგ ეგვიპტის სათავეში მოსულმა მთავრობამ მოძრაობა "ძმები მუსლიმანები" აკრძალა, მისი ათასობით მხარდამჭერი კი დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა