პეტრო პოროშენკო 2016 წელს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებზე საუბრობს

პეტრო პოროშენკო 2016 წელს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო 2016 წელს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებზე საუბრობს.

"უნიანის" ცნობით, პოროშენკომ რიგის სამიტის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, რომ უკრაინამ ყველა საჭირო რეფორმა ნოემბრამდე უნდა განახორციელოს, რათა ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმი მიიღოს.

"ჩვენ მივიღეთ დეკლარაცია "ევროპის სახალხო პარტიასთან" ერთად და მოხარული ვარ ამით. ეს არის ძლიერი სიგნალი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც შეეხება ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, უკრაინას ვიზალიბერალიზაციისთვის სპეციალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება სჭირდება, რასაც ჩვენ ნოემბერამდე უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი 2016 წლიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა