"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის მთავრობის კონტროლირებადი ბოლო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიკავა

"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის მთავრობის კონტროლირებადი ბოლო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიკავა

"ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის საზღვრის გასწვრივ სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ბოლო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიკავა.

ამის შესახებ, "ბიბისის" ცნობით, სირიის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები იტყობინებიან. სამთავრობო ძალებმა ალ-ტანფის ტერიტორია უკვე დატოვეს. აღნიშნული ტერიტორიის დაკავებამდე ექსტრემისტებმა სირიის უძველესი ქალაქი პალმირაც აიღეს. შედეგად, "ისლამური სახელმწიფო" უკვე აკონტროლებს სირიის ნახევარს - 95 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიას. ჯიჰადისტები გამაგრებულები არიან პროვინცია დეირ ალ-ზორში, რაქაში, ალეპოში, ჰომსსა და ჰამაში. მათი დიდი ნაწილი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა