სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტიდან მიმოწერები გამოაქვეყნა

სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტიდან მიმოწერები გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტიდან განხორციელებული მიმოწერები გამოაქვეყნა. მათი უმრავლესობა 2012 წელს, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში, აშშ-ის საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმას ეხება.

"ბიბისის" ცნობით, ელექტრონული შეტყობინებები კონგრესის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით გასაჯაროვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კლინტონი 2009-2013 წლებში სახელმწიფო ელექტრონული ფოსტით არ სარგებლობდა, ის პირად ელ-ფოსტას იყენებდა, რაც აშშ-ის ფედერალური კანონის დარღვევაა. კონგრესის საგამოძიებო კომიტეტმა ეს ბენღაზის თავდასხმის გამოძიების შედეგად დაადგინა. როგორც მოსალოდნელია, ჰილარი კლინტონის მიმოწერების ნაწილს უახლოესი დღეების განმავლობაში გამოაქვეყნებენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა