დიმიტრი მედვედევი - რუსეთი მკაცრ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინა ვალებს არ გადაიხდის

დიმიტრი მედვედევი - რუსეთი მკაცრ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინა ვალებს არ გადაიხდის

რუსეთი მკაცრ ზომებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ ვალებს არ გადაიხდის, - ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მან უკრაინაში მიღებული ახალი კანონი გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, კიევს უფლება ეძლევა საგარეო ვალის გადახდაზე მორატორიუმი გამოაცხადოს.

რუსეთის პრემიერის თქმით, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა 3 მილიარდ დოლარს არ დააბრუნებს. აღნიშნული თანხა რუსეთმა კიევს 2013 წელს, ჯერ კიდევ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის დროს ასესხა.

"ისინი გადაკრულად ამბობენ, რომ არ არიან მზად იმ ვალების გადასახდელად, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ დააგროვა", - აღნიშნა მედვედევმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა