მექსიკაში შეიარაღებული ჯგუფის წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას 43 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში შეიარაღებული ჯგუფის წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას 43 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის მიჩოაკანის შტატში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, ცეცხლი ერთმანეთს შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა და პოლიციამ გაუხსნა. შემთხვევა სოფელ ტანუატოს ტერიტორიაზე მოხდა. სროლის ხმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ისმოდა.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული სამართალდამცველია. დანარჩენები კი ნარკოკარტელების წევრები არიან. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 30-მდე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. მექსიკაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლა უკვე წლებია უშედეგოდ მიმდინარეობს. ქვეყნის მთავრობის მთავარ პრიორიტეტს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა წარმოადგენს.

მექსიკაში ყოველწლიურად ნარკოკარტელების წევრებთან დაპირისპირების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა