საფრანგეთში სუპერმარკეტები რეალიზაციიდან ამოღებულ საკვებად ვარგის პროდუქტს უფასოდ დაარიგებენ

საფრანგეთში სუპერმარკეტები რეალიზაციიდან ამოღებულ საკვებად ვარგის პროდუქტს უფასოდ დაარიგებენ

საფრანგეთში წლის განმავლობაში ნაგავსაყრელზე წლის 13,4-22,4 მილიარდი ევროს პროდუქტი იყრება

ფრანგმა კანონმდებლებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი კანონს, რომლის თანახმად, საფრანგეთის დიდი სუპერმარკეტები ვალდებული იქნებიან მაღაზიის დახლებზე დარჩენილი საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებს ან ფერმებს გადასცენ ქველმოქმედების სახით. France 24-ის ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტში სასურსათო პროდუქტის ყოფილმა მინისტრმა გიიომ გარომ წარადგინა. მისი თქმით, საშინელებაა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება ნაგვის ურნაში საკვებად ვარგისი პროდუქტის გადაყრა.

ახალი კანონის თანახმად, დიდ სუპერმარკეტებს ეკრძალებათ რეალიზაციიდან ამოღებული, თუმცა საკვებად ვარგისი პროდუქტის გადაყრა. ნაცვლად ამისა, ისინი ვალდებული იქნებიან, პროდუქტი გაჭირვებულებს დაურიგონ ან გადასცენ ფერმებს, ცხოველების გამოკვების მიზნით. კანონის დამრღვევი მაღაზიის მფლობელები 75 ათასი ევროთი ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაჯარიმდებიან.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა