ინდოეთის სამხრეთში სიცხისგან 335 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთის სამხრეთში სიცხისგან 335 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო სამი დღის განმავლობაში ინდოეთის სამხრეთში სიცხის შედეგად 335 ადამიანი დაიღუპა. "The times of India"-ს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა მუშები არიან.

გამოცემის ცნობით, ქალაქ ქხამამში ჰაერის ტემპერატურამ +48 გრადუსი შეადგინა, რაც რეგიონისთვის რეკორდული მაჩვენებელია. +47 გრადუსი ამ რეგიონში ბოლოს 1947 წელს დაფიქსირდა.

ადგილობრივი მეტეოროლოგების ინფორმაციით, ტემპერატურის კიდევ უფრო მომატებაა მოსალოდნელი. სამხრეთ ინდოეთის სხვა შტატებში კი სიცხისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 150 ადამიანს გადააჭარბა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა