"ვაშინგტონ თაიმსი": რატომ სარგებლობს პუტინი რუსეთში დიდი პოპულარობით

"ვაშინგტონ თაიმსი": რატომ სარგებლობს პუტინი რუსეთში დიდი პოპულარობით

"დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ ხვდებიან, თუ რატომაა ვლადიმერ პუტინი რუსეთში პოპულარული, შეგვიძლია დავადანაშაულოთ ისტორიის არცოდნაში ან განზრახ მის უგულვებელყოფაში. რუსებს ჯერ კიდევ ახსოვთ ნატო-ს დაუსჯელი ქმედებები სერბეთსა და კოსოვოში და სურთ, სახელმწიფოს სათავეში ძლიერი ლიდერი იხილონ, რომელსაც დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია", - წერს ამერიკული გამოცემის "ვაშინგტონ თაიმსის" მიმომხილველი ტოდ ვუდი.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის პოპულარობის ფესვები იუგოსლავიის კონფლიქტში უნდა ვეძებოთ. ის აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს რუსეთი კოსოვოში სერბული საომარი ობიექტების დაბომბვის წინააღმდეგი იყო. ვუდი აღნიშნავს, რომ ნატომ რუსეთის ვეტოს იგნორირება გაუწია. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ნატოს ეს ქმედება რუსეთისთვის შეურაცხმყოფელი იყო. "რუსებს კარგი მახსოვრობა აქვთ და არასოდეს დაავიწყდებათ ეს ფაქტი", - ამბობს ანალიტიკოსი.

"დღეისათვის ნატოს მოქმედებები რუსეთის საზღვრებზე ასევე შეურაცხმყოფელია, პუტინი ამას ხვდება და კარგად უმკლავდება სიტუაციას. პუტინი აჩვენებს კარგად ჩაფიქრებულ და ეფექტურ მუშაობას, რომელიც რუსი ხალხის სულს ეხმიანება. სწორედ ამიტომაა პუტინის რეიტინგი 80%-ზე მაღალი. აი, ამიტომ აპატიებენ რუსები და მოითმენენ ნებისმიერ ეკონომიურ შედეგებს უკრაინასთან კონფლიქტის გამო", - ასრულებს სტატიას "ვაშინგტონ თაიმსის" ავტორი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა