მექსიკაში ძლიერი ტორნადოს შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ძლიერი ტორნადოს შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ძლიერი ტორნადოს შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, დაღუპულთა შორის 10 ზრდასრული და სამი ბავშვია. სტიქიამ ასობით საცხოვრებელი სახლი დაანგრია.

ტორნადოს შედეგად განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთი მხარე, კერძოდ კი, აშშ-ის საზღვართან ახლოს მდებარე კოაუილას შტატი დაზარალდა. არიან დაშავებულებიც. საავადმყოფოში 150 ადამიანია გადაყვანილი.

ადგილობრივი მთავრობის ცნობით, არსებობს იმის საშიშროება, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. პარალელურად სტიქიას ებრძვიან აშშ-შიც, სადაც წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 დაკარგულია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა