"ფორბსმა" გავლენიანი ქალების ათეული დაასახელა

"ფორბსმა" გავლენიანი ქალების ათეული დაასახელა

ჟურნალ "ფორბსის" გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ზედიზედ მეხუთე წელია, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალებს შორის ლიდერობს. ჟურნალმა 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა.

მეორე ადგილს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი იკავებს, რომელიც რეიტინგს 2004 წლის შემდეგ არ ტოვებს.

ათეულში არიან: ბილ გეითსის მეუღლე მელინდა გეითსი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჟანეტ იელნენი, "ჯენერალ მოტორსის" გენერალური დირექტორი მერი ბარა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, "ფეისბუქის" დირექტორთა საბჭოს წევრი შერილ სენდბერგი, "იუთუბის" გენერალური დირექტორი სიუზენ ვოჯისკი და აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა