ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა

ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა

ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ტელენგანისა და ანდჰრა-პრადეშის შტატებში. მთავრობა მოსახლეობას დიდი რაოდენობით წყლის მიღებისა და ჩრდილში ყოფნისკენ მოუწოდებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება. ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2010 წლის მონაცემებს გადააჭარბა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა