ინდოეთში, სადაც სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს მიაღწია, ასფალტი დნება

ინდოეთში, სადაც სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს მიაღწია, ასფალტი დნება

ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს მიაღწია. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა სტაბილურად 47 გრადუსია. ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ძლიერ სიცხეს ებრძვიან, სამედიცინო პერსონალი იძულებული გახდა, შვებულებები შეეწყვიტა და სამუშაოს დაბრუნებოდა, ვინაიდან საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაიზარდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ტელენგანისა და ანდჰრა-პრადეშის შტატებშია. ასევე მსხვერპლია დასავლეთ ბენგალისა და ორისას შტატებშიც.

ინდოეთში მაისის და ივნისის თვეები ყოველთვის ცხელია, რა დროსაც ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება ხოლმე, თუმცა, ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს, ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს გადააჭარბა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა