ერევანში საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან. ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდი" სომხურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, სომხეთის დედაქალაქში დემონსტრაციის დარბევის დროს დააკავეს რადიო "თავისუფლების" სომხეთის ბიუროს ჟურნალისტი, ტელეკომპანია "გალას" ჟურნალისტი, ასევე გამოცემა news.am-ის, HETQ-ისა და panarmenian.net-ის ჟურნალისტებიც.
პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები დემონსტრაციის დაშლის დროს იმ ზონაში იმყოფებოდნენ, სადაც პოლიცია ოპერაციას ატარებდა და მედიის წარმომადგენლებმა სამართალდამცველთა მოწოდებას ყურადღება არ მიაქციეს.
Ambebi.ge გთავაზობთ აქციის დაშლის ყველაზე დრამატულ ფოტოკადრებს.
იხილეთ ასევე|არეულობა სომხეთში: ხალხი მთავრობის, მთავრობა კი ხალხის წინააღმდეგ