პაკისტანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება - მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს მიაღწია

პაკისტანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება - მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს მიაღწია

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა ქვეყანაში ძლიერი სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება გასცა. "ბიბისის" ცნობით, სამხრეთით მდებარე სინდის პროვინციაში მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს მიაღწია. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქალაქ კარაჩიშია, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა.

როგორც კარაჩის საავადმყოფოს წარმომადგენლები აცხადებენ, გარდაცვლილთა უმრავლესობა ასაკოვანია. პაკისტანში 45 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა ბოლოს 1979 წელს დაფიქსირდა. წელს, ძლიერი სიცხის შედეგად დაახლოებით 1 700 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის მეზობელ ინდოეთშიც.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა