რას ყვება თვითმხილველი ტუნისის სასტიკი ტერაქტის დეტალებზე

რას ყვება თვითმხილველი ტუნისის სასტიკი ტერაქტის დეტალებზე

ბოლო მონაცემებით, ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

"სანაპიროზე ვიყავით. ჩემი შვილები ზღვაში იყვნენ შესულები, მე პლაჟზე ველოდები. დაახლოებით 12 საათი იქნებოდა, როდესაც ჩემგან  დაახლოებით 500 მეტრში დავინახე, როგორ მოხდა აფეთქება. შემდეგ გავიგე გასროლის ხმა და დავაფიქსირე, რომ ორი ადამიანი მორბოდა ჩემსკენ. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ფოიერვერკები იყო, თუმცა მალევი მივხვდი, რომ სროლა იყო.

ზღვისკენ გავიქეცი, ამოვიყვანე ბავშვები და სასტუმროში დავბუნდი, მაგრამ როდესაც იქ მივედი, მიმტანები და დაცვა მიყვიროდა, გაიქეციო. ჩვენ ბუნგალოში შევედით და ახლა ოთახში ვართ გამოკეტილები", - ამბობს RTE raido-სთან ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც ტუნისში დასასვენებლად ირლანდიიდან არის ჩასული.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი შეიარაღებული პირი პოლიციამ მოკლა. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერ უცნობია.

ქალაქი სუსი ტუნისში ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა