ტრაგედია ინდონეზიაში: ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 30 ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედია ინდონეზიაში: ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 30 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 30 ადამიანი დაიღუპა. "როიტერის" ცნობით, ლაინერი დღეს დილით ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ მედანში დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. იგი რამდენიმე სახლს, სასტუმროს და ავტომობილს დაეჯახა.

ინდონეზიის მთავრობის ცნობით, ამ დროისთვის კატასტროფის ადგილას მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო სამუშაოები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ინდონეზიის სამხედრო ძალების პრესსპიკერის, ფუად ბასიას თქმით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მათგან ხუთი ადამიანის ცხედარი უკვე იპოვეს. არიან დაშავებულებიც. 11 ადამიანი უკვე გადაიყვანეს ახლოს მდებარე საავადმყოფოში.

სატრანსპორტო თვითმფრინავი ქალაქ მედანის საჰაერო ძალების ბაზიდან ნათუნას კუნძულებისკენ მიემგზავრებოდა. იგი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. როგორც ინდონეზიის სამხედრო ძალების პრესსპიკერი ამბობს, მფრინავი სადისპეტჩეროს დაუკავშირდა და ტექნიკური პრობლემების გამო უკან დაფრენა მოითხოვა.

"გაჩნდა ცეცხლი და კვამლი. რის შემდეგაც თვითმფრინავი ერთ-ერთი სასტუმროს სახურავს დაეჯახა, მოგვიანებით კი აფეთქდა" , - განაცხადა ფუად ბასიამ. შემთხვევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა იმ შენობებსაც, რომელსაც ლაინერი დაეჯახა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა