ავიაკატასტროფა ინდონეზიაში: დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა

ავიაკატასტროფა ინდონეზიაში: დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა.

"ბიბისის" ცნობით, ლაინერის ბორტზე, რომელიც გუშინ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ მედანში დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, 122 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა სამხედროების ახლობლები და ოჯახის წევრები იყვნენ. არიან დაშავებულებიც, ათობით ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ლაინერი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, მანამდე კი მფრინავი აეროპორტის სადისპეტჩეროს დაუკავშირდა, ტექნიკური პრობლემების შესახებ აცნობა და უკან დაფრენა მოითხოვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავის უვნებლად დაშვება ვერ მოხერხდა. შედეგად ლაინერი რამდენიმე სახლს, სასტუმროს და ავტომობილს დაეჯახა. გაჩნდა ცეცხლიც. კატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. ამ დროისთვის მიმდინარეობს მსხვერპლთა იდენტიფიცირება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა