"Михаил сука Саакашвили" - უკრაინელი წამყვანის უხერხული შეცდომა და ინტერნეტის რეაქცია

"Михаил сука Саакашвили" - უკრაინელი წამყვანის უხერხული შეცდომა და ინტერნეტის რეაქცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილ, უკრაინელი ტელეწამყვანის, სავიკ შუსტერის გადაცემას Шустер LIVE სტუმრობდა. გადაცემის დაწყებამდე წამყვანმა აუდიტორიაში, რომელიც პროპორციულად უკრაინის ყველა ოლქს წარმოადგენდა, გამოკითხვა ჩაატარა.

საზოგადოებას შუსტერმა რამდენიმე კითხვით მიმართა. წარმოგიდგენთ კითხვებსა და გამოკითხვის შედეგებს:

დაიწყო თუ არა ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა?

83% - არა

17% - კი

დაიწყო თუ არა ოდესაში კორუფციასთან ბრძოლა?

20% -  კი

80% - არა

მოახერხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი კორუფციის დამარცხებას ოდესაში?

43% - კი

57% - არა

თვლის თუ არა ოდესის მოსახლეობა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს ოლქში კორუფციის დამარცხებას?

60% - კი

40% - არა

გსურთ თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი თქვენი ოლქის გუბერნატორი იყოს?

52% - კი

48%  - არა

გადაცემის წამყვანმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ოდესის ოლქში არსებული სიტუაცია და ქალაქში გატარებული რეფორმები განიხილა.

გამოკითხვის შემდეგ კი წამყვანმა უხერხული შეცდომა დაუშვა. მან გუბერნატორი შემდეგი სიტყვებით, - Михаил сука Саакашвили მოიხსენია. უკრაინელი ტელეწამყვანის შეცდომაზე ინტერნეტი ბევრს ხალისობს.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა