ევროპის საბჭო - საბერძნეთის რეფერენდუმი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება

ევროპის საბჭო - საბერძნეთის რეფერენდუმი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება

ევროპის საბჭოს განცხადებით, საბერძნეთში დაგეგმილი რეფერენდუმი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

როგორც ევროპის საბჭოში აცხადებენ, ამომრჩევლებს უნდა მეცეთ, მინიმუმ, ორი კვირა სარეფერენდუმო საკითხის განსახილველად. რეალურად კი მათ ამისთვის მხოლოდ ერთკვირიანი პერიოდი ჰქონდათ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხი დაზუსტებასა და დამუშავებას საჭიროებს.

როგორც ცნობილია, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი კვირას გაიმართება და ბერძნებს მოუწოდა, იმ ზომებს არ დაუჭირონ მხარი, რომლებსაც საბერძნეთს საერთაშორისო კრედიტორები სთავაზობენ.

საბერძნეთის საერთაშორისო კრედიტორები - ევროკავშირი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და ევროპული ცენტრობანკი დაჟინებით მოითხოვენ საბერძნეთის კუნძულებისთვის დღგ-ს განსაკუთრებული პირობები გაუქმდეს, 2022 წლისთვის საპენსიო ასაკი გაიზარდოს, მკაცრი სასჯელი შემოიღონ მათ წინააღმდეგ, ვინც პენსიაზე ვადაზე ადრე გავა და სხვ.

"ტრამპი ლოცულობს, რომ ევროკავშირი დაიშალოს" - დონალდ ტუსკი

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სახლებს დაეცა - კონგოში მსხვერპლის რაოდენობის დაზუსტება უჭირთ

კიმ ჩენ ინი და სიხარულისგან ატირებული ქალები - დიქტატორმა სამხედრო პუნქტი მოინახულა