ოდესაში ერთ-ერთი კაფეს წინ აფეთქება მოხდა

ოდესაში ერთ-ერთი კაფეს წინ აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ ოდესაში წუხელ კაფე "У Ангеловых"-ის წინ აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა კაფეს შესასვლელ კართან იყო განთავსებული.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, სერიოზულად დაზიანდა თავად შენობა. აღნიშნულ კაფესთან ასაფეთქებელი მოწყობილობა 22 თებერვალსაც განათავსეს. თუმცა, მაშინ პოლიციამ გააქტიურებამდე მისი გაუვნებელყოფა შეძლო.

კაფეს მეპატრონეები ცნობილები არიან ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აქტიური მხარდაჭერით. ისინი ასევე მხარს უჭერენ უკრაინის არმიის აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილეობას.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოდესაში სულ მცირე ხუთი აფეთქება განხორციელდა. ყველა ინციდენტი პროუკრაინული ორგანიზაციების შენობებთან მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა