ოდესაში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა?

ოდესაში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა?

უკრაინული მედიის ცნობით, შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არკადიის პლაჟთან ახლოს შემთხვევით წააწყდნენ და რომელთან შეტაკების დროსაც პატრული დაიღუპა, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.

26 ივნისის საღამოს კლუბ "ვესტერნის" რაიონში, "არკადიის" სანაპიროსთან ახლოს, უცნობმა მამაკაცმა პოლიციელებს ესროლა. 30 წლის უფროსი ლეიტენანტი რომან ტრუფკინი მიღებული ჭრილობების გამო ჰოსპიტალში გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი პოლიციელი კი ამჟამადაც სამედიცინო დაწესებულებაშია.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით , "ТТ"-ს ტიპის პისტოლეტში არსებული ტყვიები გადაკეთებული იყო, თავდამსხმელმა ჰილზაში რეზინის ტყვიის ნაცვლად რკინის ტყვია მოათავსა, ამიტომ როდესაც ის პოლიციელს მოხვდა, სხეულში ფრაგმენტებად დაიშალა.

დანაშაულის ჩადენაში 35-40 წლამდე ასაკის მამაკაცია ეჭვმიტანილი. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოდ 200 ათასი გრივნა დაწესდა.

აფეთქების შემდეგ აღნიშნულ კაფეში მიხეილ სააკაშვილი, ქალაქის მერი და პოლიციის უფროსი გივი ლორთქიფანიძე მივიდნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა