რა ხდება ათენში მძიმე ღამის შემდეგ - ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დარბეული მოქალაქეები მთავრობის პირისპირ

რა ხდება ათენში მძიმე ღამის შემდეგ - ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დარბეული მოქალაქეები მთავრობის პირისპირ

საბერძნეთის დედაქალაქში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა. "ბიბისის" ცნობით, მოსახლეობის ნაწილი საერთაშორისო კრედიტორების წინადადების მხარდასაჭერად გამოვიდა, ნაწილი კი მის წინააღმდეგ.

მთავრობის პოლიტიკის მომხრეთა აქციაზე, პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასიც სიტყვით გამოვიდა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირონ ევროზონის ლიდერების წინადადებას რეფორმების შესახებ.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ბერძენი ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს მათ მოთხოვნებს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.

რედაქცია: გამოიყენეთ თეგი #კრიზისი საბერძნეთში

საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთს ფინანასური დახმარების სანაცვლოდ მორიგი ეკონომიკური რეფორმების გატარებას სთხოვენ, რასაც ათენი არ თანხმდება. მოლაპარაკებები 5 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის შემდეგ განახლდება. მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას მხარეები და გადაურჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონიდან გასვლას, ეს მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. მანამდე კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკები კვლავ დახურული რჩება. მოქალაქეებს ბანკომატებიდან თანხის გატანაზეც ყოველდღიური 60 ევროს ოდენობის ლიმიტი აქვთ დაწესებული.

მეტი ინფორმაციისთვის| ათენში პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა