უკრაინის მთავრობის ქართველი "ქალი-ენერჯაიზერები"

უკრაინის მთავრობის ქართველი "ქალი-ენერჯაიზერები"

კიევის ცენტრში, სოფიას მოედანზე 2 000-მა პატრულმა ფიცი დადო ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების წინაშე. ახალი საპატრულო პოლიცია, რომლის რეფორმირებაში შს მინისტრის ქართველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ ძირეული წვლილი შეიტანა, მუშაობას უკვე დღეიდან შეუდგება ქვეყნის დიდ ქალაქებში. ახალი ფორმებით, ახალი აღჭურვილობით, ახალი სატრანსპორტო საშუალებებითა და ძველი პოლიციისგან განსხვავებული უნარ-ჩვევებით. ეკა ზღულაძესთან ერთად ცერემონიას კიდევ ერთი ქართველი ქალი მაღალჩინოსანი - ხატია დეკანოსიძე ესწრებოდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი ფეისბუქის პირად გვერდზე ცერემონიის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. გავრცელებულ ფოტოებში შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, ეკა ზღულაძე და ხატია დეკანოსიძე არიან.

აღნიშნულ ფოტოზე, მინისტრი უკრაინაში მოღვაწე ქართველ მაღალჩინოსან მანდილოსნებს "ქალი-ენერჯაიზერებს" უწოდებს.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა