ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის საკითხის განსახილველად შეიკრიბებიან

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის საკითხის განსახილველად შეიკრიბებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის საკითხის განსახილველად 6 ივნისს შეიკრიბებიან. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბერძნეთის რეფერენდუმის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორშაბათს პარიზში იმსჯელებენ.

საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის პირველადი ოფიციალური მონაცემებით, რომელიც 541 ათასი ბიულეტენის დათვლის საფუძველზე გამოქვეყნდა, 59,7 %-მა საბერძნეთის კრედიტორებს მოთხოვნაზე უარი განუცხადა, 40,3 % კი თანახმაა, რომ საბერძნეთმა საერთაშორთაშორისო კრედიტორების მოთხოვნები შეასრულოს. ვარაუდობენ, რომ ბიულეტენების სრულად დათვლის შემდეგ მონაცემები შეიცვლება.

პირველადი ცნობით, დღევანდელ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 50 %-მა მიიღო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა