გერმანული ტელეარხის გადამღებ ჯგუფს ქვები დაუშინეს - რეფერენდუმის პირველი მონაცემები და აქცია ათენის ცენტრში

გერმანული ტელეარხის გადამღებ ჯგუფს ქვები დაუშინეს - რეფერენდუმის პირველი მონაცემები და აქცია ათენის ცენტრში

საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, ათენის ცენტრში, სინტაგმას მოედანზე მოსახლეობა იკრიბება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ამ დროისთვის იქ რამდენიმე ათასი ადამიანი უკვე იმყოფება. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, მოედანზე ინციდენტიც მოხდა, რომლის დროსაც ბერძნებმა გერმანული ტელეარხის, "ZDF"-ის გადამღებ ჯგუფს ქვები დაუშინეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 20%-ზე მეტი, რომლის თანახმადაც კრედიტორების მოთხოვნას უარს 61% უცხადებს. 39% კი მათი მოთხოვნების შესრულებას უჭერს მხარს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა