ატირებული ბერძენი პენსიონერის ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

ატირებული ბერძენი პენსიონერის ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

77 წლის ბერძენი პენსიონერი იორგოს ჩატციფოტიადისი ქალაქ სალონიკში რამდენიმე ბანკის რიგში იდგა იმ იმედით, რომ საკუთარი მეუღლის პენსიას გამოიტანდა. როდესაც ფული ვერ მიიღო, ის ასფალტზე დაემხო და ტირილი დაიწყო. ამის ფაქტის ამსახველმა ფოტომ ინტერნეტსივრცეში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მამაკაცმა განაცხადა, რომ ”გატეხილია”, რადგან არ შეუძლია თავისი ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ხილვა. საბერძნეთის მთავრობამ პირველი ივლისიდან დახურა ბანკები, რადგან დიდი იყო დეფოლტის საფრთხე. თუმცა შემდეგ სამი დღით რამდენიმე ბანკს დართო ნება გახსნილიყვნენ, რათა პენსიონერებს საკუთარი პენსიის გამოტანა შეძლებოდათ.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა