აშშ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ფინანსურად დაეხმარება

აშშ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ფინანსურად დაეხმარება

კალიფორნიელი პოლიციელები ოდესას პოლიციის ფორმირებაში დაეხმარებიან, ოდესის გუბერნატორსა და მის ახალ გუნდს კი სახელფასო სახსრებს გამოუყოფენ. "ბი-ბი-სის" ცნობით, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. ამ საკითხზე გუბერნატორს უკრაინაში აშშ-ს ელჩი ჯეფრი პაიეტი ესაუბრა.

კიევში ამერიკის საელჩოს ვებგვერდი იტყობინება, რომ აშშ ოდესას ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს საპატრულო პოლიციის შესაქმნელად, რომელიც ამჟამად არსებულ სახელმწიფო ავტოინსპექციას ჩაანაცვლებს. მოსალოდნელია, რომ კალიფორნიელი პოლიციელები ამ მიზნით უკვე ივლისში იქნებიან ოდესაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ოდესის, კიევის, ხარკოვის, ლვოვისა და უკრაინის სხვა ქალაქებში ახალი საპატრულო პოლიციის შესაქმნელად ფინანსური დახმარება 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, ცნობილი გახდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვის განცხადება, რომლის თანახმადაც, კიევის შემდეგ, სადაც საპატრულო პოლიციამ მუშაობა ოფიციალურად გუშინ დაიწყო, საპატრულო პოლიცია აგვისტოდან ოდესაში და ლვოვში გამოჩნდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა