მიხეილ სააკაშვილმა ოლიგარქის საკუთრებაში არსებული ზღვის სანაპირო შტურმით აიღო

მიხეილ სააკაშვილმა ოლიგარქის საკუთრებაში არსებული ზღვის სანაპირო შტურმით აიღო

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წუხელ ღამით სანაპიროზე მივიდა, რათა ენახა, როგორ მიდიოდა ღობის დემონტაჟი, რომელიც დამსვენებლებს სანაპიროს უკეტავდა. კომუნალური სამსახურის თანამშრომლები მოულოდნელი ვიზიტით გაოგნებულნი დარჩნენ.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ბეტონის ღობის აღების ბრძანება გასცა, რომელიც კიეველმა ოლიგარქმა ოდესის სანაპიროზე ააშენა, რითაც დამსვენებლებს მასზე წვდომა შეუზღუდა. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამმართველოს ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და სანაპიროების სხვა მფლობელების შემოწმება დაავალა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა