ნასამ დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინა - "არსებობს კიდევ 11 პლანეტა, სადაც შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა"

ნასამ დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინა - "არსებობს კიდევ 11 პლანეტა, სადაც შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა"

ნასა აცხადებს, რომ ტელესკოპ "კეპლერის" დახმარებით ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწას.

იგი ბრუნავს ვარსკვლავის ირგვლივ, რომელიც პარამეტრებით მზეს მიაგავს.

პლანეტას ისეთი მდებარეობა აქვს, რომ მასზე წყალი თხევად ფორმაში შეიძლება იყოს. პლანეტა დედამიწაზე 60 პროცენტით დიდია, თუმცა,  მისი მასა და შემცველობა ჯერჯერობით უცნობია.  წელიწადი ამ პლანეტაზე 385 დღე გრძელდება, მისი ორბიტა კი დედამიწის ორბიტაზე 5 პროცენტით დიდია.

ვიდეო: NASA-მ "ახალი დედამიწა" იპოვა

მეცნიერების შეფასებით, ის მზეზე 1,5 მილიარდი წლით უფროსია, მისი ასაკი 6 მილიარდ წელს ითვლის. ვარსკვლავი, რომლის ირგვლივაც პლანეტა ტრიალებს, 20 პროცენტით უფრო კაშკაშა და 10 პროცენტით უფრო მსხვილია, ვიდრე მზე.

ახალაღმოჩენილი პლანეტა გედის თანავარსკვლავედში, დედამიწისგან 1400 მზის სინათლის დაშორებით იმყოფება. ის 1030-ე ეკზოპლანეტაა, რომლის არსებობაც დადასტურდა. ამჟამად ნასა 4696 ციურ სხეულს იკვლევს. ნასას პრესკონფერენციაზე აგრეთვე განაცხადეს, რომ აღმოჩენილია 11 პლანეტა, სადაც ცხოვრება შესაძლებელია.

NASA’s Kepler Mission Discovers Bigger, Older Cousin to Earth

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა