ანგელა მერკელი ოპერაში სკამიდან გადავარდა

ანგელა მერკელი ოპერაში სკამიდან გადავარდა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირადი გარემოცვა შეაშინა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ოპერაში, "ტრისტან და იზოლდას" პრემიერაზე ქალაქ ბაიროითის ყოველწლიურ ფესტივალზე მერკელი სკამიდან გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა "ბილდი" იუწყება.

პირველადი მონაცემებით, ანტრაქტის დროს, ანგელა მერკელს გული წაუვიდა და სკამიდან ნელ-ნელა ჩაცურდა. თუმცა, გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გეროგ შტრაიტერმა ეს ინფორმაცია უარყო და არც ინციდენტის დეტალებზე უსაუბრია.

როგორც მოგვიანებით პრესას განუცხადეს, კანცლერის სკამიდან გადავარდნის მიზეზი თავად გატეხილი სკამი შეიძლება ყოფილიყო. მერკელმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპერა ძალიან მოეწონა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა