თურქეთი ნატო-ს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

თურქეთი ნატო-ს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

თურქეთი "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ნატო-ში საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა.

BBC-ის ინფორმაციით, შეხვედრა ელჩების დონეზე ბრიუსელში ხვალ უნდა გაიმართოს. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთმა ალიანსის ხელშეკრულების მეოთხე მუხლი გამოიყენა, რომელიც ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, პარტნიორების საგანგებო სხდომა მოიწვიოს, თუ მის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება. სტოლტენბერგის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავითოღულსთან და მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის პოლიტიკისადმი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებზე" საჰაერო იერიშები მიიტანა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა