რუსეთის პრეზიდენტმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა

რუსეთმა საზღვაო დოქტრინის განახლებული რედაქცია დაამტკიცა, რომელშიც ძირითადი აქცენტი ნატო-ს გაფართოების მიმართულებაზე არის გაკეთებელი.

ვლადიმერ პუტინმა ფრეგატზე "საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი" თათბირი გამართა, სადაც ახალი დოქტრინა განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოუგუმ, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა, სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა ვიქტორ ჩირკოვმა და დასავლეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელმა ანატოლი სიდოროვმა მიიღეს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, დოქტრინაში პირველად არის შესული სოციალური ხასიათის საკითხები - საზღვაო მედიცინა, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვა.

როგოზინმა 2001 წელს, ჯერ კიდევ 2020 წლამდე პერსპექტივით მიღებული დოკუმენტში ცვლილებების მიზეზად საერთაშორისო სიტუაციის ცვლილება და რუსეთის, როგორც საზღვაო სახელმწიფოს ძალის განმტკიცება დაასახელა. მისი თქმით, დოქტრინა 4 ფუნქციონალურ და 6 რეგიონულ მიმართულებას მოიცავს და ძირითადი აქცენტები გაკეთებულია არქტიკასა და ატლანტიკურ მიმართულებებზე.

"ამის მიზეზი შემდეგია: ატლანტიკური, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალიან აქტიური განვითარება და მისი ჩვენს ნაპირებთან მოახლოება მიმდინარეობს, რაზეც, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაცია პოულობს თავის პასუხს. მეორე ფაქტორი კი ყირიმისა და სევასტოპოლის შემოერთებას უკავშირდება. რაც შეეხება არქტიკას, იზრდება ჩრდილოეთის ზღვის მნიშვნელობა, მოგეხსენებათ, ჩვენ ახალ ატომურ ყინულმჭრელთა ფლოტს ვაშენებთ. 2017, 2019 და 2020 წლებში სამი ახალი ატომური ყინულმჭრელი შეუდგება მუშაობას. გარდა ამისა, არქტიკა ჩვენთვის არის თავისუფალი გასასვლელი ატლანტიკურ და წყნარ ოკეანეებში", - განაცხადა როგოზინმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა