თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად 1050 ადამიანია დაკავებული

თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად 1050 ადამიანია დაკავებული

თურქეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული ადამიანების რიცხვი 1050-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის მთავრობის აპარატი ავრცელებს.

ანტიტერორისტული ოპერაცია თურქეთის 34 პროვინციაში მიმდინარეობს. დაკავებულები არიან პირები, რომლებიც რაიმე სახით არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში. ორი დღის წინანდელი ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 600-მდე ადამიანს შეადგენდა.

თურქეთის ხელისუფლებამ გასულ პარასკევს "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა