ერდოღანი - თურქეთს ქურთებთან სამშვიდობო პროცესის გაგრძელება აღარ შეუძლია

ერდოღანი - თურქეთს ქურთებთან სამშვიდობო პროცესის გაგრძელება აღარ შეუძლია

თურქეთს არ შეუძლია ქურთებთან სამშვიდობო პროცესების გაგრძელება იმის გამო, რომ ქურთი მებრძოლები თავდასხმებს ახორციელებენ. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარი მან ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში მიმდინარე შეხვედრის პარალელურად გააკეთა, მაშინ როდესაც ალიანსის წარმომადგენლები თურქეთის მიერ "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებზე მსჯელობდნენ.

ოფიციალური ანკარას განცხადებით, ის "ისლამურ სახელმწიფოსა" და "ქურთების მუშათა პარტიას" შორის განსხვავებას ვერ ხედავს და ორივეს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ბოლო რამდენიმე დღეა თურქეთის სამხრეთ საზღვართან ვითარება დაძაბულია. ქურთებსა და თურქეთის სამთავრობო ჯარებს შორის დაპირისპირებას 1984 წლის შემდეგ 40 000 ადამიანი შეეწირა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა