ამერიკის ორ შტატში თვითმფრინავების ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის ორ შტატში თვითმფრინავების ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შტატში, ვისკონსონში მცირემოტორიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.

ინციდენტი ქალაქ მინეაპოლისიდან 80 კილომეტრში მოხდა. ჩამოვარდნის შედეგად თვითმფრინავი დაიწვა. ამ დროისთვის პოლიცია გარდაცვლილთა ვინაობას არ ასახელებს.

რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია მინესოტას შტატში კიდევ ერთი ავიაკატასტროფის შესახებ, რომლის დროსაც მცირემოტორიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნას 3 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი სიმინდის ყანაში ჩამოვარდა.

მიმდინარეობს გამოძიება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა