პენსიონერმა ქალმა მეზობელი მოკლა, დაანაწევრა და სახლიდან ჩანთებით ნაწილ-ნაწილ გაიტანა

პენსიონერმა ქალმა მეზობელი მოკლა, დაანაწევრა და სახლიდან ჩანთებით ნაწილ-ნაწილ გაიტანა

68 წლის რუსმა პენსიონერმა ქალმა, თამარა სამსონოვამ საკუთარი მეგობარი, 79 წლის მეზობელი ქალი მოკლა, დაანაწევრა და სახლიდან ჩანთებით ნაწილ-ნაწილ გაიტანა. სადარბაზოში დაყენებულმა კამერებმა დააფიქსირეს თუ როგორ გააქვს სამსონოვას დანაწევრებული სხეულის ნაწილები.

ექსპერტ-კრიმინალისტების თქმით, რომლებიც თამარა სიმონოვას საქმეზე მუშაობენ, ქალი შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმით იტანჯება, ამიტომ მან ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამოასალმა სიცოცხლეს მეზობელი. დიდი ალბათობით, ვერც აცნობიერებდა, რას აკეთებდა. "დრო და დრო მას აგრესია უჩნდება სხვადასხვა ფაზებში. როდესაც ყველაზე ძლიერ ფაზას აღწევს, ადამიანები, ვინც მის ირგვლივ იმყოფებიან, მისი მსხვერპლი ხდებიან", - აცხადებენ ექსპერტები.

მიუხედავად ამისა, პოლიციამ აღმოაჩინა ქალის დღიური, სადაც ის თავის "გმირობებს" იწერდა და საერთოდ არ ნანობდა ჩადენილ საქციელს. ახლა, როდესაც მოხუცი მფატრავი მთელმა რუსეთმა გაიცნო, სამსონოვა ძალიან კარგად გრძნობს თავს. ექსპერტების განმარტებით, მას მოწონს მედიის ყურადღება და ამაყობს საკუთარი თავით.

არსებობს ეჭვი, რომ თამარა სამსონოვამ ჯამში ათი ადამიანი მოკლა. "ჩვენ ამჟამად არ გაგვაჩნია ფაქტები სამსონოვას სხვა შესაძლო მკვლელობების შესახებ", - აცხადებენ პეტერბურგის პოლიციაში.

იხილეთ ვიდეო: 68 წლის რუსმა ქალმა მეზობელი მოკლა და სახლიდან ნაწილ-ნაწილ გაიტანა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა