რუსული ენის დამცველი ჩინოვნიკი ოდესაში, სანაგვე ყუთში ჩააგდეს

რუსული ენის დამცველი ჩინოვნიკი ოდესაში, სანაგვე ყუთში ჩააგდეს

პროუკრაინული ორგანიზაციის აქტივისტებმა ოდესის ოლქის "სახელმწიფო ქონების ფონდის" განყოფილების ხელმძღვანელი ალექსეი კოსმინი ძალის გამოყენებით სანაგვე ყუთში ჩააგდეს. ამ გზით აქტივისტებმა გადაწყვიტეს ჩინოვნიკი იძულებული გაეხადათ, საკუთარი ნებით პოსტი დაეტოვებინა.

მას შემდეგ, რაც ჩინოვნიკი ნაგვის ყუთში ჩააგდეს, მას ფქვილი დააყარეს და ბრილიანტის მწვანე დაასხეს. ამჟამად კოსმინი პოლიციაში იმყოფება და მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იძლევა ჩვენებას. კოსმინი ოდესის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატია და პრორუსი პოლიტიკოსის რეპუტაცია აქვს. მისი ინიციატივა იყო პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ოდესაში რუსული ენის განვითარებასა და დაცვას.

როგორც პატრიოტული და ნაციონალური ორგანიზაციების აქტივისტები აცხადებენ, კოსმინი რუსეთის აგენტია და უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მტკიცებულება, რომ ფონდ "სახელმწიფო ქონების" საქმიანობა, რომელსაც სათავეში კოსმინი უდგას, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოებას აყენებს ზიანს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა