იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი ბავშვი მოკლეს

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი ბავშვი მოკლეს

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი ბავშვი მოკლეს. "ბიბისის" ცნობით, პოლიციის ვარაუდით თავდამსხმელი ებრაელია.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლს, სადაც 18 თვის ბავშვს ეძინა, ცეცხლი წაუკიდეს. ჩვილის მშობლებმა და უფროსმა ძმამ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს. თავდამსხმელებმა კედელზე დატოვეს ებრაულ ენაზე წარწერა "რევანში". ხანძრის შედეგად დაზიანდა გვერდით მდებარე სახლებიც. სამართალდამცველები თავდამსხმელს ეძებენ.

მსგავსი შემთხვევები იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ხშირია. ერთამენთს პალესტინელი და ებრაელი აქტივისტები ესხმიან თავს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა