ინგლისში ავიაკატასტროფას ოსამა ბინ ლადენის და და დედინაცვალი ემსხვერპლნენ

ინგლისში ავიაკატასტროფას ოსამა ბინ ლადენის და და დედინაცვალი ემსხვერპლნენ

ინგლისში გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად "ალ-ქაიდას" ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის და და დედინაცვალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვიტერის" გვერდზე დიდ ბრიტანეთში საუდის არაბეთის საელჩო ავრცელებს.

საუდის არაბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ბრიტანეთის მთავრობასთან ცხედრების გადასვენების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გავრცელებული ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც ჰემფშირის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, იმ საავიაციო კომპანიას ეკუთვნის, რომელიც ბინ ლადენის ოჯახის კუთვნილებაშია. ბორტზე პილოტი და სამი მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც დაფრენას ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა