რუსმა ჰაკერებმა პენტაგონის ელექტრონული ფოსტა გატეხეს

რუსმა ჰაკერებმა პენტაგონის ელექტრონული ფოსტა გატეხეს

რუსმა ჰაკერებმა ”რთულად ორგანიზებული კიბერშეტევა” განახორციელეს პენტაგონის სისტემურ კომპიუტერებზე. როგორც NBC News იტყობინება, ჰაკერების მიზანი გენერალური შტაბის ელექტრონული ფოსტის გატეხვა გახლდათ. კიბერშეტევა 25 ივლისს დაიწყო და 4 000 სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომელს შეეხო ამერიკის გაერთიანებული კომიტეტის მეთაურთა შტაბიდან.

მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სისტემამ საეჭვო აქტივობა შენიშნა, საფოსტო მომსახურება ავტომატურ რეჟიმში დაიბლოკა. როგორც სამხედროები აცხადებენ, არანაირი საიდუმლო ინფორმაცია არ გამქრალა. ჰაკერებმა მხოლოდ არასაიდუმლო წერილების გატეხვა შეძლეს. მიუხედავად ამისა, რუსი ჰაკერების მიერ ამერიკაში პენტაგონის კომპიუტერული ქსელის გატეხვამ სერიოზული ვნებათაღელა გამოიწვია.

პენტაგონის კომპიუტერების გატეხვის თემა რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლისთვის გამართულ დებატებშიც ამოტივტივდა. აღნიშნული ფაქტი ამერიკის სენატორმა ტედ კრუზმა გააჟღერა შიდა პოლიტიკაზე საუბრისას. მოგვიანებით მისმა კონკურენტმა უოკერმა სარკასტულად აღნიშნა: ”სამწუხაროა, რომ რუსეთს და ჩინეთს აქვთ ცნობები ჰილარი კლინტონის იმეილების შესახებ ამერიკის კონგრესზე ადრე”. ტედ კრუზმა კი განაცხადა, რომ რუსეთის და ჩინეთის ქმედებები ”კიბერომის აქტად” უნდა ჩაითვალოს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა